Mentor Graphic Design GEO

Other
2 views0 saves0 applied

Quick Summary

Overview

About Academy of the Digital Industries ციფრული ინდუსტრიის აკადემია (ADI) დაფუძნებულია თბილისში 2018 წელს, რაც თავდაპირველად ადგილობრივი ინიციატივა იყო,

Technical Tools
Other

ციფრული ინდუსტრიის აკადემია (ADI) დაფუძნებულია თბილისში 2018 წელს, რაც თავდაპირველად ადგილობრივი ინიციატივა იყო, რომელიც ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხებდა -თანამედროვე, ციფრული უნარების მქონე პროფესიონალების ნაკლებობას.

დღეს ADI Georgia ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ციფრული განათლების დაწესებულებაა ქვეყანაში -გამორჩეული პრაქტიკული მიდგომებით, პროფესიონალი მენტორებითა და კარიერაზე ორიენტირებული კურსებით. ჩვენ უკვე ათასობით ადამიანს მივეცით  მარკეტინგის, დიზაინის, ვებ დეველოპმენტის, ხელოვნური ინტელექტის თუ სხვა თანამედროვე მიმართულებების სწავლის შესაძლებლობა.

2023 წელს ADI დამეგობრდა კომპანია Tether-თან, რათა ჩვენი მისია გლობალურ მასშტაბებზე გასულიყო და უფრო მეტ ადამიანს ჰქონოდა პრაქტიკული, კარიერაზე ორიენტირებული განათლების მიღების პერსპექტივა.

ჩვენი ინდივიდუალური და მრავალმხრივი მიდგომა განათლებისადმი შლის დისციპლინებს შორის არსებულ ბარიერებს და ხელს უწყობს პროგრესული აზროვნების ჩამოყალიბებას.

ჩვენი უნიკალური საგანმანათლებლო სისტემა შედგება პრაქტიკოსი ექსპერტებისგან მსოფლიოს წამყვან ბრენდებში, პროდუქტებსა და ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებით, და მათი ინტენსიური სასწავლო პროგრამებისგან.

ვეძებთ გამოცდილ გრაფიკული დიზაინის მენტორს, რომელიც სტუდენტებს შესთავაზებს პრაქტიკულ, ინდუსტრიაზე ორიენტირებულ სასწავლო გამოცდილებას. საუკეთესო კანდიდატი იქნება გრაფიკული დიზაინის ექსპერტი, რომელსაც აქვს პროფესიული გამოცდილება ვიზუალური კომუნიკაციის, ბრენდინგის, სარეკლამო და ციფრული დიზაინის მიმართულებით.  მას შეეძლება სტუდენტებისთვის იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაში დახმარება, რომლებიც მათ რეალურ სამუშაო გარემოში გამოადგებათ.

მენტორი სტუდენტებს შეასწავლის გრაფიკული დიზაინის ძირითად და მოწინავე მიმართულებებს, მათ შორის დიზაინის პრინციპებს, კომპოზიციას, ფერთა თეორიას, Adobe Photoshop-სა და Illustrator-ს, ბრენდინგსა და ციფრული თუ ბეჭდური დიზაინის შექმნას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა AI ინსტრუმენტების გამოყენებას, პრაქტიკულ დავალებებსა და რეალურ პროექტებზე მუშაობას.

Responsibilities

~1 min read

  • →

    გაუზიაროთ სტუდენტებს ცოდნა, უხელმძღვანელოთ და დაუჭიროთ მხარი მათ განვითარებას.

  • →

    წაუძღვეთ ონლაინ და ადგილზე ჩატარებულ ვორქშოფებს დეტალური სილაბუსის მიხედვით, რომელიც ხელს უწყობს აქტიურ ჩართულობას, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას.

  • →

    ჩაატაროთ პრაქტიკული ტრენინგები „Learning by Doing“ მიდგომით

  • →

    Adobe Photoshop-ისა და Illustrator-ის პრაქტიკული გამოყენების სწავლება;

  • →

    სტუდენტების დახმარება ბრენდინგისა და ციფრული თუ ბეჭდური დიზაინპროექტების შექმნაში;

  • →

    AI ინსტრუმენტების გამოყენების სწავლება დიზაინის პროცესის გასამარტივებლად და ოპტიმიზაციისთვის;

  • →

    პრაქტიკული დავალებებისა და რეალურ პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო აქტივობების მომზადება;

  • →

    სტუდენტების ნამუშევრების შეფასება და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება;

  • →

    სტუდენტების ჩართულობისა და ინტერაქციული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა;

  • →

    გრაფიკული დიზაინის ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებისა და პრაქტიკების სასწავლო პროცესში ინტეგრირება.

  • →

    გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება;

  • →

    Adobe Photoshop-ისა და Illustrator-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;

  • →

    დიზაინის ძირითადი პრინციპების, კომპოზიციისა და ფერთა თეორიის საფუძვლიანი ცოდნა;

  • →

    ბრენდინგისა და ციფრული თუ ბეჭდური დიზაინის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება;

  • →

    AI ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება და მათი დიზაინის პროცესში ინტეგრირების უნარი;

  • →

    სწავლების მიმართ გატაცება და სტუდენტების შთაგონებისა და მოტივაციის უნარი.

  • →

    ვორქშოფების, ლექციების ან კორპორატიული ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

  • →

    რთული ტექნიკური საკითხების ნათლად, მარტივად და საინტერესოდ ახსნის უნარი.

  • →

    ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები.

  • →

    შესანიშნავი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.

  • →

    სხვადასხვა დონის სტუდენტებთან ეფექტურად მუშაობის უნარი -სრულად დამწყებებიდან მოწინავე მომხმარებლებამდე.

  • →

    ქართული ენის თავისუფალი ფლობა.

What We Offer

~1 min read
✓მეგობრულ სამუშაო გარემოს
✓დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას
✓20%-იანი ფასდაკლებას Terminal-ის ქოურკინგ სივრცეზე
✓შეუზღუდავ წვდომას ჩვენს კურსებზე (და ფასდაკლებას ოჯახის წევრებისთვის)
✓შიდა სწავლების და განვითარების პროგრამებს
✓მიმზიდველ რეფერალურ პროგრამას

Location & Eligibility

Where is the job
Geo, United States
On-site at the office
Who can apply
US

About this job

Who can apply
United States
Posted
2 days ago
Employer
has 9 open jobs on Jobera in 2 countries.

Listing Details

First seen
November 23, 2026
Last seen
November 25, 2026

Posting Health

Days active
1
Repost count
0
Trust Level
56%
Scored at
November 25, 2026

Signal breakdown

freshnesssource trustcontent trustemployer trust

4 other jobs at

View all →

Explore open roles at .

Newsletter

Stay ahead of the market

Get the latest job openings, salary trends, and hiring insights delivered to your inbox every week.

A
B
C
D
Join 12,000+ marketers

No spam. Unsubscribe at any time.

Mentor Graphic Design GEO